LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი მონაცემებით გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებში “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

გარდაბნის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია – ცესკო-ს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა“ ბესიკ კახაბრიშვილმა მიიღო 32, 51% (3,743 ამომრჩეველი) და „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა – 67,49% (7,771 ამომრჩეველი).

ამ დროის მონაცემებით, კენჭისყრის პროცესის მსგავსად, ხმის დათვლის პროცედურებმა, ასევე მშვიდ გარემოში ჩაიარა.
აქტივობის წინასწარმა მაჩვენებელმა საღამოს 8:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (71,748) 33 % შეადგინა.
კენჭისყრის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირება.

„კენჭისყრის მიმდინარეობისას, ძირითადად დაფიქსირდა პროცედურული სახის ხარვეზები და საჩივრების უმეტესობაც, სწორედ ამ ტიპის საკითხებს შეეხებოდა; აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა და ამ მხრივ შეფერხება არ ყოფილა.

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს – აქტიურობისთვის, არჩევნებში ჩართულ მხარეებს – საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს,“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.