ახლობლებისგან და მეგობრებისგან ჩვენ ქვეცნობიერად ჩვეულებები და აზროვნების მანერა გადმოგვაქვს. გამომდინარე აქედან მათგან ბედნიერებაც თავისუფლად შეიძლება ”გადაგვედოს”. ამგვარი უცნაური ფაქტის დასამტკიცებლად სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებს 12 000 მოხალისე და 32-წლიანი მუშაობა დაჭირდათ.
”ადამიანები ძალიან ხშირად ექცევიან გარემოს ზეგავლენის ქვეშ”, – განაცხადეს მეცნიერებმა. ექსპერიმენტის მონაწილეებში, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ჭარბწონიანებთან, წონაში მომატების რისკი 17%-ით გაიზარდა. მათ, ვინც დეპრესიულ ადამიანებთან მეგობრობდა, სულ უფრო მეტად დაიწყეს ფიქრი თვითმკვლელობაზე, 67-მა ადამიანმა კი, მეუღლის, მეგობრის ან ოთახის მეზობლის მაგალითზე მოწევას დაანება თავი.
”ქვეცნობიერი კოპირების მთავარ ფაქტორს დისტანცია წარმოადგენს: რაც უფრო ახლოს ცხოვრობ ადამიანთან, მით უფრო ადვილია ”გადმოგედოს” მისი ემოციები” – აღნიშნეს მეცნიერებმა.
როგორც აღმოჩნდა, მხიარულ და სიცოცხლისმოყვარულ ადამიანებთან ცხოვრება ბედნიერების დონეს 25%-ით მაღლა წევს.
