გასული წლის დასაწყისში ლედი გაგას და ტეილორ კინის ნიშნობა შედგა. მას შემდეგ დასავლურმა პრესამ არაერთხელ დაწერა წყვილის საქორწინო სამზადისის შესახებ. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ცერემონია მარტისთვის იგეგემება და ის პრესისგან დახურული იქნება. მომღერალი და მისი რჩეული დეტალების გამხელისგან თავს იკავებს. მათთან დაახლოებულმა წყარომ კი განაცხადა, რომ ქორწინება იტალიაში შედგება და ამჟამად ლედი გაგა და კინი ღონისძიებისთვის ადგილს არჩევენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდება. ერთმანეთი მათ ლედი გაგას კლიპის გადაღებებზე გაიცნეს. 2015 წლის ვალენტინობის დღეს კი ტეილორმა რჩეულს ხელი მოულოდნელად სთხოვა და 1,5 მილიონ დოლარადშეფასებული ბეჭედიც აჩუქა.
