ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი დაშორდნენ, ინფორმაციას Radaronline ავრცელებს. გამოცემის წყარო ამბობს, რომწყვილმა დაშორება არაერთი ჩხუბის შემდეგ გადაწყვიტა, კონფლიქტის უმეტესი მიზეზი კი ბრედლის დედა იყო.
„კუპერი და შეიკი თავს ერთად არაჩვეულებრივად გრძნობდნენ, თუმცა მათი დამოკიდებულება შობის პერიოდში შეიცვალა. შობა მათ ლოს-ანჯელესში გაატარეს, კონფლიქტი კი შეყვარებულებს შორის ამის შემდეგ დაიწყო, ძრითადად იმ მიზეზით, რომ ირინა და ბრედლის დედა ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ,“ – ამბობს გამოცემა Sun-ის წყარო.
მისივე ინფორმაციით, „ირინა ძალიან ძლიერი, რუსი ლამაზი ქალია, რომელმაც გადასარევად იცის, რა უნდა, თუმცა ბრედლის დედას შეიკი მისი შვილისთვის არ სურს.“
ჟურნალისტების ცნობით, მოდელმა კუპერთან დაშორების შემდეგ ახალი მამაკაცი მალევე იპოვა და ახლა შეიკი ბრიტანელ მოდელს სტივენ ჯეიმსს ხვდება. ტაბლოიდები წერენ, რომ ირინამ დაბადების დღე 6 იანვარს სწორედ სტივენთან ერთად აღნიშნა.
