LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუმრად ვარსკვლავებთან – ცნობილი ადამიანების სასტუმროები

მოგზაურობის დაგეგმვისას, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სასტუმროს – ვეცნობით გამოხმაურებას, რჩევას ვეკითხებით მეგობრებს და ვცდილობთ შევარჩიოთ ჩვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი ვარიანტი. თუმცა, თუ სტანდარტულ მოთხოვნებს გვერდზე გადავდებთ, ყოველთვის საინტერესოა იმ სასტუმროში დასვენება, სადაც ცნობილი ადამიანები ჩერდებიან და ათმაგად უფრო საინტერესო, თუ ამ სასტუმროს მფლობელი თვითონ ვარსკვლავია.

 

 

 

დონატელა ვერსაჩე მდიდრული Palazzo Versace-ს მფლობელია ავსტრალიაში. ახლო მომავალში ცნობილი დიზაინერი კიდევ ორი პალაციოს გახსნას გეგმავს მაკაოსა და დუბაიში.

1

სასტუმრო Gwinganna Health Retreat ნაწილობრივ მსახიობ ჰიუ ჯეკმანს ეკუთვნის.

2

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ბერმუდებზე მდიდრული კურორტის Ariel Sands თანამფლობელები არიან. კურორტი დროებით დახურულია, თუმცა 2017 წელს რეკონსტრუირებული Ariel Sands ისევ უმასპინძლებს სტუმრებს.

3

მსოფლიოს მეორე ჩოგანი ენდი მიურეი შოტლანდიაში, მე-19 საუკუნის კოშკში მოთავსებულ ლაქშერი-კლასის სასტუმროს The Cromlix-ს ფლობს.

4

U2-ს მუსიკოსები ბონო და ეჯი დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე მოდური სასტუმროს თანამფლობელები არიან. The Clarence Hotel ქალაქის უძველეს რაიონში – თემფელ-ბარეში მდებარეობს, რომელიც თავისი პაბეთა და მაღაზიებითაა ცნობილი.

5

ლეონარდო დი კაპრიოს სასტუმროში დასვენებას მოგზაურები მხოლოდ 2018 წელს შეძლებენ. სწორედ მაშინ გაიხსნება ეკო-სასტუმრო  Blackadore Caye, რომელიც 1,75 მლნ. დოლარად შეფასებულ კუნძულზე მდებარეობს.

6

ჰოლივუდის ვეტერანი – მსახიობი და მომღერალი დორის დეი, რომელმაც გასულ წელს 90 წლის იუბილე აღნიშნა, პატარა სასტუმროს The Cypress Inn-ს მფლობელია. სასტუმრო, სადაც სტუმრები შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა შეუძლიათ (დეი წლების მანძიზე აქტიურად იცავდა ცხოველთა უფლებებს) კალიფორნიაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ქალაქ კარმელეში მდებარეობს.

7

ფრენსის ფორდ კოპოლა არა მარტო დიდი რეჟისორი, არამედ საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენიცაა. მას ორი ღვინის მარანი, რესტორანი, კინოსტუდია და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საკუთარი კურორტიც აქვს – Blancaneaux Lodge და Turtle Inn რეჟისორმა ბელიზში გახსნა, Palazzo Margherita – იტალიაში, La Lancha – გვატემალაში, Jardin Escondido კი – არგენტინაში.

8

რობერტ რედფორდი საკუთარ ქონებას – სათხილამურო კურორტს ”სანდენსს” იუტას შტატში, ტიმპანოვოს მთებში განკარგავს, სადაც სათხილამურო და სნოუბორდის ტრასებთან ერთად ჰოლივუდის ვარსკვლავი დამსვენებლებს რაფტინგს და ცხენებით სეირნობასაც სთავაზობს.

9

Mission Ranch Hotel, რომლის მფლობელიც ჰოლივუდის მთავარი კოვბოი კლინტ ისტვუდია, კარმელეში, დორის დეის სასტუმროსთან  ახლოს, მე-19 საუკუნის ნამდვილი რანჩოს ტერიტორიაზეა მოთავსებული. ისტვუდის სტუმრებს ყოველთვის თავისუფლად შეუძლიათ ითამაშონ ჩოგბურთი ღია კორტზე, გაიუმჯობესონ ფიზიკური ფორმა ფიტნეს-ცენტრში ან უბრალოდ გაისეირნონ უმშვენიერეს ბუნებაში.

10

ჩვეულებრივ, ვარსკვლავები ლაქშერის კლასის  ან ბუტიკ-ოტელებს მფლობელები არიან. თუმცა, ქსელი სიმბოლური სახელწოდებით The Big Sleep ბიუჟეტური სასტუმროების ქსელს წარმოადგენს, რომლის მფლობელიც ჯონ მალკოვიჩია. ცნობილი ჰოლივუდელის საკუთრება ბრიტანეთის მთებში -კარდიფში, უელსში, ჩელტნემესა და ისტბორნშია განლაგებული.

11

სერიალის “ბევერლი-ჰილზი, 90210”-ის ვარსკვლავს ჯეისონ პრისტლის ძალიან უყვარს სოფლის მშვიდი ცხოვრება, ამიტომ სასტუმრო Terrace Beach Resort კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის შტატის ტყეში მოაწყო. სხვათაშორის, პრისტლის სასტუმრო რამდენიმე წელია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს კანადის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგში.

12

რობერტ დე ნირო რამდენიმე სასტუმროს მფლობელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებული სიმპათიით მოგზაურებს შორის მისი Greenwich Hotel სარგებლობს ნიუ-იორკში. თუმცა, დე ნიროს ეკუთვნის Nobu Hotel Manila-ც, რომელიც ცოტა ხნის წინ ლაქშერის კლასის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სასტუმროდ დასახელდა.

13

მათ, ვისაც შვებულების გატარება რიჩარდ გირის The Bedford Post Inn-ში სურს, ნიუ-იორკის გარეუბანში, პატარა ქალაქ ბედფორდში მოუწევს გამგზავრება. ქალაქგარე სასტუმრო, რომელიც 1860 წელს აშენდა ყველაზე კაპრიზული სტუმრების მოთხოვნებსაც კი დააკმაყოფილებს.

14

ჭეშმარიტი ბრიტანელი ელიზაბეტ ჰერლი ლონდონის ბუტიკ-ოტელს Number 11 Cadogan Gardens-ს განკარგავს. სლოუნის მოედნის ახლოს მოთავსებული სასტუმროს ინტერიერი ძვირფასი ხავერდითა და მასიური ანტიკვარული ჭაღებითაა გაფორმებული.

15