LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი გაყინვა

თბილისში 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იყო თუ არა მიზეზი გაყინვა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სხეულის მოყინვის დიაგნოზით კი ოთხ პაციენტს მკურნალობენ დამწვრობის ცენტრში. განსაკუთრებით მძიმეა 68 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ქვედა კიდურები მოეყინა. მას სავარაუდოდ ქირურგიული ჩარევა დაჭირდება.

ოპერაცია უკვე ჩაუტარდა ასევე ორ პაციენტს. არც ერთი მათგანი არ არის უსახლკარო. მათ სხვადასხვა ვითარებაში მოეყინათ სხეული და ექიმების განმარტებით, ვითარება გაართულა იმ ფაქტმა, რომ პაციენტებმა კლინიკას დაგვიანებით მიმართეს.