ცნობილი ხდება, რომ პრინც ჰარის ახალი გოგონა ამერიკელი ჯულიეტ ლაბელია. ის არაა ცნობილი ფართო წრეებისთვის, თუმცა საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია. ის Dior-ის მოდის სახლის PR ასისტენტია. გოგონა 22 წლისაა და 10 წლით პატარაა პრინც ჰარიზე, ამჯერად ამერიკაში ცხოვრობს და, როგორც ამბობენ, სწორედ მასთან ერთად შეხვდა ხალ წელს ბრიტანეთის პრინცი.
ჯულიეტ ლაბელი ცდილობს არ მიიქციოს საზოგადოების ყურადღება და ამ მიზნით მას სოციალურ ქსელში პროფილი დახურული აქვს.
