LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის გმირები“ დაიხურა – „რამდენი რამე გვაქვს გამოვლილი…“

ტელეჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაცემა „იმედის“ გმირები დაიხურა.

„იმედის გმირები“ დაიხურა.5 წელი ცოტა არ იყო. მადლობა ყველას კარგი და ცუდი მოგონებებისთვის. მომდევნო სიახლეებსაც გაგაგებინებთ და კარგი თემებიც ისევ დამჭირდება. ცალ-ცალკე მოსული ბევრი შეკითხვის გამო ვწერ საჯაროდ.

P.S – გაზაფხულამდე 1 თვე დარჩა, რაც იმას ნიშნავს რომ გადარჩენა შესაძლებელია“. – აღნიშნავს ჟურნალისტი.

მარიკას დამატებითი კომენტარისთვის დავუკავშირდით.

316167d9-d65d-4c10-afcc-af3211821855

მარიკა ბაკურაძე:

5 წელია, რაც ამ გადაცემას ვამზადებთ და ყველაფერს აქვს თავი და ბოლო.

მარიკა, ამბობენ, რომ დახურვის ერთ-ერთი მიზეზი პროექტის ნაკლები რეიტინგი გახდა…

რეიტინგული არც იქნებოდა, ჯერ ერთი არ არის შოუპროგრამა, და მეორეც – არ ჰქონდა შესაბამისი საეთერო დრო და პრომოუშენი. ეთერში კვირას გადიოდა და მერე შაბათს, 11:20-ზე. ეს არ არის პრაიმტაიმი.

და ასევე სოციალური პროექტი იყო, სახალხო. ამ პროექტს ქართულ ტელევიზიაში არც ანალოგი ჰქონდა და შესაბამისად, კონკურენტიც არ ჰყოლია.

გული, ალბათ, ძალიან დაგწყდა…

მე, ნინია და გოდერძი ამ გადაცემას ვაკეთებდით პირველივე დღიდან. ჩვენი გუნდი არ შეცვლილა, 5 წელი კი მცირე დრო მართლა არ არის. რამდენი რამე გვაქვს გამოვლილი, სად არ ვართ ნამყოფები. ეს ხომ არ იყო გადაცემა  – კომფორტული გარემოთი, სტუდიით და ა. შ. ჩვენ დავდიოდით ტყე-ღრეში და იმ ხალხთან ერთად ვცხოვრობდით. მე 15 წელია, ჟურნალისტი ვარ და ვმუშაობ, რა არ მინახავს, მაგრამ ამ მიზეზების გამო გმირები მართლა განსაკუთრებული შემთხვევა იყო…

„იმედში“ რჩები?

დიახ, ჩვენი გუნდი ერთიანად გადავყავართ ახალ გადაცემაზე, რომელიც ჯერ მზადების პროცესშია.

ნინო მურღულია

e477c86f-cfff-4dd5-b213-6a98ef6d1d07