ირანელი მხატვრის, ომიდ ასადის ეს ჩანაფიქრი მართლაც საოცარია. ერთი შეხედვით უსარგებლო ფოთოლზე ბრიტანეთში მცხოვრებმა მხატვარმა ულამაზესი პეიზაჟი ამოტვიფრა. როგორც თავად ამბობს, ხელოვნება მისთვის არის საშუალება განსხვავებულად შეხედოს ჩვეულებრივ ნივთებს: „ყველას უყვარს ყვავილები, აი ფოთლების სიყვარულს კი სხვა აღქმა სჭირდება. მარტივია, როცა მოგწონს რაღაც ლამაზი, მაგრამ ძალიან ლამაზია, როცა გიყვარს და მოგწონს ჩვეულებრივი“ – ამბობს ასადი.
ფოთოლზე ყველა დეკორაცია ხელითაა შესრულებული. ამისთვის მხატვარი თეთრ ფურცელსა და წებოს იყენებს. შეაფასეთ რთული სამუშაოს შედეგი:
