ნინო ღავთაძემ ადამ ნაბელისთან ერთად ქართულ-ეგვიპტური დუეტი ჩაწერა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, მათი თანამშრომლობის იდეა ადამის პროდიუსერს ეკუთვნის, რადგან ნინოსა და ადამს ერთად არაერთხელ უმღერიათ. მუსიკისა და ქართული ტექსის ავტორი თავად ნინო ღავთაძეა. სიმღერის სახელწოდებაა ”იფიქრე ჩემზე”.
”სიმღერა სიყვარულზეა, თუმცა, ვფიქრობ, ადამიანები ერთმანეთზე თუ იფიქრებენ, ეს ცხოვრება უფრო ლამაზი იქნება” – განაცხადა მომღერალმა “არ დაიდარდოსთან” საუბარში.
ნინო ღავთაძემ ბოლოს ”წუწკი ბანკირი” შესთავაზა მსმენელს, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ახალ ქართულ-ეგვიპტურ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც იგეგმება, თუმცა, რადგანაც ამბავი სულ ცხელ-ცხელია, მომღერალი სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს.
