გერმანული კომპანია ქართულ ენერგეტიკაში ინვესტირებით დაინტერესდა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანია Greenergy investment LLC-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ერაძემ განუცხადა, გერმანელებთან თამაშრომლობა უკვე დაწყებულია. კომპანია იმ ქართულ სოფლებში, რომლებსაც დენი არასდროს მიეწოდებოდათ, მცირე ელექტროსადგურებს ააშენებს.
”ამ ეტაპზე საქართველოში არსებობს 877 აბონენტი, რომელსაც დენი არასდროს ჰქონია. გერმანული კომპანია სწორედ მათ ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე იზრუნებს”, – განაცხადა ერაძემ.
მისივე ინფორმაციით, გერმანელები ამ პროექტში 5-დან 10 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ. 2016 წლის ბოლომდე დაგეგმილია პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის მომზადება. პროექტის განხორციელება კი 2017 წლიდან დაიწყება.
კომპანია Greenergy investment-ი 2015 წლის იანვარში დაარსდა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება განახლებადი ენერგიის სფეროში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა. კომპანია ენერგეტიკის სამინისტროსა და უცხოელ ინვესტორს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.
