რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ადელი მუსიკალურ სცენას ტრიუმფით დაუბრუნდა. მომღერალმა გამოუშვა ალბომი „25“ და მის მხარდასაჭერ ტურნეშიც გაემგზავრა, ამასთან დაიკლო წონაში, დაკავდა სპორტით და დაიწყო სწორი კვება. ცოტა ხნის წინ მომღერალმა იმის შესახებაც ისაუბრა, რომ მან თავი მოწევასაც დაანება.
როგორც მან თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მოწევას თავი მან ჰიპნოზის საშუალებით დაანება, რადგან მიიჩნია, რომ საამისოდ საკმარისი ძალა არ ექნებოდა. მავნე ჩვევას მომღერალი სამსაათიანი სეანსის საშუალებით გადაეჩვია.

