კომპანია „ფეისბუქი“ მესენჯერში შეტყობინებების წაშლის ფუნქციაზე მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსული შეტყობინენები გარკვეული დროის მერე გაქრება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ფუნქცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ საფრანგეთშია გააქტიურებული iOS და ანდროიდ მომხმარებლებისათვის, მაგრამ მალე სხვა ქვეყნებშიც იქნება. შეტყობინებები ერთ საათში უკვალოდ წაიშლება თუ ამ ფუქნციას ჩართავთ.
