იაპონელები რობოტებთან ექსპერიმენტებს განაგრძობენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა Pepper-ის შესახებ. ეს არის ელექტრომექანიკური რობოტი, რომელიც ადამიანურ ემოციებზე რეაგირებს.
რაც მთავარია, მათ უკვე უშოვეს სამსახური რობოტებს. კომპანია Softbank მათ გამყიდველებად „დაასაქმებს“ და ისინი მობილურ ტელეფონებს გაყიდიან.
Pepper-ს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შეეძლება. „ცოცხალი“ კონსულტანტი კი მხოლოდ კონტაქტის გასაფორმებლად იქნება საჭირო.
პირველი მსგავსი ფაქტი ტოკიოში, ერთ-ერთ მაღაზიაში დაფიქსირდება. თავდაპირველად რობოტები 1 კვირიანი გამოსცდელი ვადით დასაქმდებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, ასეთი დამხმარეები Softbank-ის ყველა მაღაზიაში გამოჩნდებიან.

