28 თებერვალს, „დოლბის“ თეატრის სცენიდან, „ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიას მსახიობები ვუპი გოლდბერგი და კევინ ჰარტი წაიყვანენ. ღონისძიების ორგანიზატორების თმით, ზემოთხსენებულებს კომპანიონობას ბენისიო დელ ტორო, ფარლ უილიამსი, რაიან გოსლინგი, ლედი გაგა, სემ სმიტი, შარლიზ ტერონი და სხვა ცნობილი სახეები გაუწევენ.
კრის როკმა, რომელსაც ცერემონია 2005 წლიდან მოყოლებული მიჰყავს, „თეთრი“ „ოსკარების“ სკანდალის გამო, საღამოს წაყვანაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ვუპი გოლდბერგს, ის თვლის, რომ ღონისძიების ბოიკოტირება სუსლელური გადაწყვეტილებაა.
