JEEP Cherokee-მა, თავისი ლამაზი და აეროდიმანუკური ექსტერიერით, საკმაოდ ძლიერი განაცხადი გააკეთა. ავტომობილი, როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ, უგზოობაში სიარულისთვის არის განკუთვნილი და მისი, დიზაინი, საკმაოდ თამამი და თანამედროვე გახლავთ.
ამ მოდელის 2.4 ლიტრიანი ძრავი, 9 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად, კლასში ყველაზე დაბალ საწვავის მოხმარებას აღწევს და სავსე ბაკით ტრასაზე 780 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი.
ახალი ტრანსმისია საწვავის მოხმარებას 45%-ით აუმჯობესებს. ინდუსტრიაში პირველადაა შემთხვევა, როდესაც ავტომობილი აღჭურვილია უკანა დამოუკიდებელი ხიდით, რაც კიდევ უფრო ამცირებს საწვავის მოხმარებას.
გადაცემის ჩანაწერი
