პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის მეთაური დაესწრება, ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს.“
„პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე“ – აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტს პარლამენტი ხვალ, 3 თებერვალს მოუსმენს.
