ინტერნეტში სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი კანიე უესტის ახალი ალბომის – „Waves“ შესახებ. ამჯერად ვგებულობთ რამდენიმე სახელის შესახებ, რომლებმაც დისკში შემავალი სიმღერების შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ კი, საუბარია მომღერალზე და სიმღერების ავტორზე How to Dress Well, დიჯეი Dodger Stadium-სა და CyHi the Prynce-ზე.
შეგახსენებთ, რომ დისკის რელიზი დაგეგმილია 11 თებერვალს. 13 თებერვალს კი, ოფიციალური რელიზიდან ერთი დღის შემდეგ, კანიე შოუს Saturday Night Live ესტურმრება.

