LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ოსკარის” საზეიმო ცერემონია -15 დაუვიწყარი მომენტი კულისებში

ალბათ ყველას აინტერესებს, რა ხდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის – ”ოსკარის” საზეიმო ცერემონიის კულისებში. გთავაზობთ სხვადასხვა წლების ყველაზე საინტერესო და სახალისო ფოტოების კოლაჟს.

 

  1. ადელი, 2013 წელი

არაფერი ჯობია იმის ყურებას, როგორ გამოჰყავთ გრავიორებს შენი სახელი ”ოსკარის” ფიგურაზე. სანატრელი პრემიით ადელი 2013 წელს დაჯილდოვდა საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში თრეკით Skyfall.

  1. მეტიუ მაკკონაჰი და კამილა ალვესი, 2014 წელი

პრემია საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში მეთიუ მაკკონაჰიმ დრამაში ”დალასის მყიდველთა კლუბი” შესრულებული როლისთვის დაიმსახურა.

  1. ოდრი ჰეპბერნი და გრეის კელი, 1956 წელი

გულწრფელი ემოციები ”ოსკარის” 28-ე ცერემონიაზე: ორი კინოდივა სცენაზე გასვლის წინ.

Screenshot_2

  1. ლუპიტა ნიონგო, 2014 წელი

”ოსაკრი” ლუპიტა ნიონგომ ფილმით ”მონობის 12 წელი” მიიღო.

  1. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, 2009 წელი

”ოსკარის” მეორე ნომინაცია ანჯელინა ჯოლიმ მეუღლესთან ერთად აღნიშნა.

  1. სკარლეტ იოჰანსონი, 2004 წელი

ფილმისთვის ”თარგმანში დაკარგული” 20 წლის სკარლეტ იოჰანსონმა ”Bafta” და ”ოქროს გლობუსის” ორი ნომინაცია მოიპოვა, ”ოსკარით” კი, მისი ნამუშევარი სამწუხაროდ აღარ აღინიშნა.

Actress Scarlett Johansson applies lip gloss backstage at the Coverage of the 76th Annual Academy Aw

  1. ჯარედ ლეტო და ლუპიტა ნიონგო, 2014 წელი

ფოტოგრაფების ობიექტივში საუკეთესო მსახიობები ჯარედ ლეტო და ლუპიტა ნიონგო მოხვდნენ.

Screenshot_3

  1. ლაიზა მინელი და ვინსენტ მინელი, 1973 წელი

საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებულმა ლაიზა მინელიმ  სიხარული მამასთან გაინაწილა. უმცროსი მინელი ”კაბარეში” შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა.

  1. ოპრა უინფრი და ქეით ბლანშეტი, 2005 წელი

პირველ ”ოსკარს” ქეით ბლანშეტი მარტინ სკორსეზეს ფილმს ”ავიატორი” უნდა უმადლოდეს.

  1. მერილ სტრიპი და დასტინ ჰოფმანი, 1980 წელი

ფილმში ”კრამერი კრამერის წინააღმდეგ” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მერილ სტრიპმა პირველი ”ოსკარი” მოიპოვა და ცრემლები ვერ შეიკავა.

  1. გრეის კელი, 1955 წელი

ჯორჯ სიტონის ფილმში ”სოფლელი გოგონა” მიღებული ”ოსკარი” გრეის კელისთვის პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა.

  1. დენზელ ვაშინგტონი და ვუპი გოლდბერგი, 1991 წელი

ვუპი გოლდბერგი და მისი ”ოსკარი” ფილმისთვის ”მოჩვენება”.

  1. ლუიზა ფლეტჩერი და ჯეკ ნიკოლსონი, 1976 წელი

მილოშ ფორმანის ფილმი ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და მისი პერსონაჟები 48-ე საზეიმო ცერემონიის გმირებად გახდნენ – ჯეკ ნიკოლსონმა და ლუიზა ფლეტჩერმა პრემიები მთავარ ნომინაციებში მოიპოვეს.

  1. ჯენიფერ ენისტონი და შარლიზ ტერონი, 2013

ფოტორეპორტიორმა შარლიზ ტერონი სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დააფიქსირა.

  1. ქეით უინსლეტი, 2009

სანატრელი პრემია ქეით უინსლეტმა ხუთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ფილმით ”მკითხველი” მოიპოვა.