ელეგანტური და თანამედროვე 2015 წლის მერსედეს მაიბახ S კლასი, რომლის ძრავის მოცულობა 4,7 ლიტრია, მერსედესის ცენტრშია წარმოდგენილი.
მაიბახის მაქსიმალური სიჩქარე საათში 250 კილომეტრია. საწვავის საშუალო ხარჯი კი 100 კილომეტრზე 8,9 ლიტრი.
რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებს, ეს მოდელი პარკინგის სრული პაკეტით არის აღჭურვილი. თქვენს განკარგულებაშია პარკინგის 360 გრადუსიანი კამერა, უგასაღებო მართვა, 6 დისკიანი დივიდი ჩეინჯერი და სხვა ფუნცქიები.
მაიბახს სხვა ავტომობილებისგან დახვეწილი ინტერიერიც გამოარჩევს.
ავტომობილი უკანა მარჯვენა მგზავრისათვის პირველი კლასის ინდივიდუალური სავარძლითაა აღჭურვილი, რომელიც ორთოპედიულია და მასაჟის ფუნქციაც აქვს.
ეს არის სასტუმროს სრულყოფილი ნომერი ოთხ ბორბალზე – ასე აფასებენ მერსედეს მაიბახს ავტომოყვარულები.
გადაცემის ჩანაწერი
