LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამ საკუთარი გარდაცვლილი შვილის გულისცემა სხვა ბავშვის სხეულში მოისმინა

4 წლის ჯორდან დრეიკმა ცხოვრების პირველი წლები საავადმყოფოში გაატარა. გოგონა გულის თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი გულის გადანერგვა იყო.

2013 წელს 18 თვის ლუკას კლარკი გარდაიცვალა. ბავშვის დედამ გადაწყვიტა, პატარა ლუკასის ორგანოები დონაციისთვის და სხვა ადამიანების გადასარჩენად გამოეყენებინათ. ახლა ლუკასის გული ჯორდან დრეიკის სხეულში ცოცხლობს.

ლუკასის დედა, ჰითერ კლარკი ჯორდანსა და მის დედას, ესთერ გონზალეზს შეხვდა, ემოციური წუთები ტელეკამერით გადაიღეს. ჰითერმა საკუთარი გარდაცვლილი შვილის გულისცემა ჯორდანის სხეულში ფონენდოსკოპით მოისმინა.

18 წლის ბიჭის ორგანოებმა და მისი დედის გადაწყვეტილებამ სამი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.