საქართველოს იანვარში რუსეთის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა ესტუმრა, ინფორმაციას საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.
გასულ თვეს ქვეყანაში ჩამოვიდა რუსეთის 44239 მოქალაქე, რაც 10.2%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.
იანვარში საქართველოში სულ 323 ათასი უცხოელი ჩამოვიდა, აქედან 16 ათასი ტურისტი იყო.
2015 წელს ქვეყანას 925 ათასი რუსი ესტუმრა.
