LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები პრემიერმა ბანკის წარმომადგენელთან განიხილა

ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდასა და მათ მაქსიმალურ დაჩქარებაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპეტივებს და ახალი საპენსიო სისტემის დანერგვის გზებს.

იეშიმ ელჰან-კაიალარის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი გააძლიერებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირებისგაძლიერების მიზნით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო.