TripAdvisor -მა დაასახელა ხუთი ევროპული ქალაქი, სადაც ტურისტებს ჯიბის ქურდებისგან ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრებათ.
სიაში პირველ ადგილზე ბარსელონაა, სადაც ჯიბის ქურდების მსხვერპლი დღეში 300 ადამიანი ხდება. ქურდი, შესაძლოა, ყველგან შეგხვდეთ, განსაკუთრებით კი კათედრალის მოედანზე, რამბლას ქუჩაზე, კატალონისს მოედანსა და სამეფო მოედანზე.
სიის მეორე ადგილზე კი პარიზია. 2015 წელს ეიფელის კოშკი 1 დღის მანძილზე დაიკეტა, რადგან თანამშომლებმა მოსთხოვეს სამართალდამცველებს, წვრილმანი ხულიგნების წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებები გაეტარებინათ. 2013 წელს კი ამავე მიზეზით ლუვრი დაიკეტა.
მადრიდში, რომელიც სიაში მესამე ადგილზეა, სამი ქალისგან შემდგარი ბანდის ამბავი ყველასთვის ცნობილია. ქალებმა ათასობით ტურისტი და მეტროს მგზავრი გაქურდეს. ესპანეთის დედაქალაქში ყველაზე საშიში ადგიები მეტრო, პლასა-მაიორი და სიბელესის მოედანია.
პრაღაში ჯიბის ქურდები ყველაზე აქტიურად „მუშაობენ“ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.საშიშ ადგილებს შორის არის კარლოვის ხიდი, ქალაქის ძველი ნაწილი და ვაცლავის მოედანი.
რომში განსაკუთრებული სიფრთხილე ესპანურ კიბესა და კოლიზეუმთან უნდა გამოიჩინოთ. საფულეს დაკარგვის დიდი საფრთხეა ვატიკანშიც.
