განსხვავებული ჟანრების ერთიანობა და ახალგაზრდა მუსიკოსების სადებიუტო კონცერტი- საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა ქართველ მსმენელს საავტორო მუსიკა დღეს პირველად გააცნო. ნიკა ლეჟავა მეგობრებთან ერთად ამავე პროექტით კონცერტების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.
კომპოზიტორი და გიტარისტი, განსხვავებული მუსიკალური ჟანრების: ჯაზის, ფლამენკოს, როკის და ფოლკის ერთიანობით შექმნილი კომპოზიციების და სიმღერების ალბომად გამოცემას გეგმავს, თუმცა, მისი მთავარი სურვილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების დაკავშირება და საერთშორისო სცენაზე დაბრუნებაა.
