სამშენებლო კომპანია PLANET perfecto მომსახურების არეალს აფართოებს. კომპანია, რომელის ძირითად საქმიანობას აქამდე მხოლოდ დაკვეთით კერძო სახლების მშენებლობა, რემონტი და ეზოების მოპირკეთება წარმოადგენდა, ამიერიდან სასაწყობო ფართებსა და კორპუსებსაც ააშენებს. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ვეფხვაძემ განუცხადა.
” PLANET perfecto ყველაფერს აშენებს დაკვეთით. ანუ ჯერ გვაქვს დაკვეთა, ამის შემდგომ ვიწყებთ მშენებლობას. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მშენებლობისადმი კომპლექსურ მიდგომას. კომპანიის კომპეტენტური პირი გაგიწევთ კონსულტაციას ნებისმიერ თემაზე. ასევე შეგიძლიათ გამოიძახოთ ჩვენი სპეციალისტი მიწის ნაკვეთზე ტერიტორიის გასაცნობად და ხარჯთაღრიცხვის დასამზადებლად. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ შეძენილი მიწის ნაკვეთი ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან სასურველი ადგილის შერჩევაში”, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე ინფორმაციით, სამშენებლო მასალების ნაწილს PLANET perfecto თავად აწარმოებს, ნაწილი კი ან უცხოეთიდან ჩამოაქვს, ან ადგილობრივი სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიებისგან ყიდულობს.
”ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე დაკვეთა, როგორც კერძო სახლების მშენებლობის კუთხით, ასევე დაგვიკვეთეს სასაწყობო ფართები”, – განაცხადა PLANET perfecto-ს დამფუძნებელმა.
სამშენებლო კომპანია PLANET perfecto 2012 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 50 ადამიანამდეა დასაქმებული.
