LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vanity Fair-ის “ქალური ჰოლივუდი” – 13 ვარსკვლავი ერთ პოსტერზე

ცნობილი ამერიკული გამოცემა Vanity Fair ყოველწლიურად ჟურნალის ერთი ნომრის გარეკანის ფოტოსთვის თანამედროვეობის ყველაზე პოპულარულ მსახიობებისა და მომღერლებს აგროვებს. „ჰოლივუდური“ გარეკანი „ოსკარისადმი“ მიძღვნილ სპეციალურ ნომერს ამშვენებს.

წელს გარეკანის გმირები მხოლოდ ქალები გახდნენ – კეიტ ბლანშეტი, ჯენიფერ ლოურენსი, სირშუ რონანი, ბრი ლარსონი, შარლოტ რემპლინგი, ვიოლა დევისი, ჯეინ ფონდა, რეიჩელ ვაისი, ლუპიტა ნიონგო, ალისია ვიკანდერი, გუგუ მბატა-როუ, ჰელენ მირენი და დაიან კიტონი. ფოტოს ავტორი ენი ლებოვიცია.

enhanced-7650-1454353178-1 (1)