LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი კემპბელი პაპარაცებმა ყავარჯნით დააფიქსირეს (ფოტოები)

იმის შესახებ, რომ ნაომ კემპბელს გადაადგილების პრობლემა აქვს, დასავლურ პრესაში არაერთხელ დაწერილა. რამდენიმე თვის წინ „შავი ავაზა“  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ადამიანთა სპეციალური ეტლით გადაადგილდებოდა, ამჯერად კი, პაპარაცებმა მოდელი ყავარჯინით ხელში ნიუ-იორკის აეროპორტში დააფიქსირეს.

თუ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ნაომის გადაადგილების დროს დისკომფორტი აქვს. ოფიციალური განცხადება მისი მხრიდან ამ ფაქტზე ამჯერად არ გაკეთებულა, ადრე კი მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოდელს ფეხის კუნთებზე არასერიოზული პრობლემა აქვს, რომელიც მალე მოგვარდებოდა.

 

1c5b90ca3796e2b33e82d5c2fd4eb649

e23b98b13f94bc9f7ecf34fbd7a6514d