მომღერალმა ადელმა პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს მისი სიმღერების გამოყენება აუკრძალა. ექსცენტრიული მილიარდერი ხშირად იყენებდა ბრიტანელი მომღერლის ნამუშევრებს მიტინგების დროს, ამასთან, ადელის სიმღერა „Skyfall“ ამერიკის მომავლის შესახებ მის ცნობილ გამოსვლას ფონად ადევს.
აღსანიშნავია, რომ ადელი ერთადერთი მომღერალი არ არის, რომლის შემოქმედებაც ტრამპის „მსხვერპლი“ გამხდარა. ადრე უკმაყოფილება ამ საკითხზე სტივენ ტაილერმაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი გამოსვლების დროს ზედმეტად ბევრჯერ იყენებს Aerosmith-ის ჰიტს – „Dream On“.
