LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WhatsApp-ის მომხმარებელთა რიცხვი 1 მილიარდამდე გაიზარდა

სოციალურ ქსელ Facebook-ის დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მესენჯერ WhatsApp-ის მომხმარებელთა რიცხვი 1 მილიარდამდე გაიზარდა.

თავის პირად გვერდზე ცუკერბერგმა მესენჯერის დამაარსებლებს, იან კუმს და ბრაიან ეკტონს, ასევე ყველას, ვინც ამ მიზნის მიღწევაში მონაწილეობდა, მიულოცა. მისი თქმით, 2014 წელს, WhatsApp-ის Facebook-ის სტრუქტურაში ჩართვის მომენტიდან, მომხმარებელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

„მსოფლიოში არსებობს რამდენიმე სერვისი, რომლებიც ერთმანეთთან მილიარდობით ადამიანს აკავშირებს. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მსოფლიოს გაერთიანებისკენ“, – განაცხადა ცუკერბერგმა.