LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკრობატები, ჯამბაზები და სერენადა – მერაია ქერი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება

მერაია ქერის რჩეულმა, მილიარდერმა ჯეიმს პეკერმა, ხელი ცოტა ხნის წინ სთხოვა. ეს ფაქტი კი აღსანიშნავი იმით გახდა, რომ ბეჭედი, რომელიც პეკერმა ქერის აჩუქა, 7,5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. დასავლური ტაბლოიდების თანახმად, მერაია ქორწილს არანაკლებ მასშტაბურსა და პომპეზურს გეგმავს.

„მას სურს, რომ ცერემონიის ტერიტორიაზე ატრაქციონები და გიგანტური ცირკი იყოს სპილოებით, თეთრი ვეფხვებით, ჟონგლიორებით, აკრობატებითა და ჯამბაზებით. იქნება გრანდიოზული ფოიერვერკი და ორკესტრი, ასევე მერაიას საპატივსაცემოდ დიდი ზომის არიელი. მერაია ჯეიმსს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს, ის მისთვის ცნობილი ჰიტის – „We Belong Together“ სპეციალურ ვერსიას შეასრულებს“- განაცხადა მომღერალთან დაახლოებულმა პირმა.

carey01022016-1