82 წლიანი განშორების შემდეგ 96 წლის ლინა პირსი საკუთარ შვილს, 82 წლის ევა მეის შეხვდა. ლინამ შვილი 14 წლის ასაკში გააჩინა, ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ მას დედობისთვის შესაფერისი ასაკი არ ჰქონდა და შვილი ჩამოართვეს.
ევა მეი გააშვილეს და მას ახალმა ოჯახმა სახელი შეუცვალა – გოგონა ბეტი მორელი გახდა.
მორელი 21 წლის იყო, როდესაც მისი გამზრდელი მშობლები გარდაიცვალნენ, ამის შემდეგ კი გოგონამ ბიოლოგიური დედის ძებნა დაიწყო. ლინას პოვნა მან მხოლოდ გასულ თვეს შეძლო.
„მარტო აღარ ვარ. ახლა დედა მყავს, დები და ძმები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენწლიანი განშორების შემდეგ კვლავ ერთად ვართ,“ – ამბობს მორელი.
პირსს ახლა შვილთაშვილები ჰყავს, ევა მეის გაჩენის შემდეგ იგი ორჯერ დაქორწინდა და 7 შვილის დედაა.

