LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე ახალ კლიპს იღებს – „საქართველოში დიდ სცენაზე სერიოზულად არ მიფიქრია…“

Ardaidardo.Geოთო ნემსაძემ თავისი ალბომიდან, სადაც ოთარ რამიშვილის სიმღერების მისეული ვერსიები გაერთიანდა, ერთ-ერთ კომპოზიციაზე კლიპი გადაიღო, რომელსაც მაყურებელს მალე წარუდგენს.


ოთო ნემსაძე:

სიმღერას ჰქვია „კოცნით ამოგიშრობ“, ის შევიდა ჩემს ალბომში „ფიქრების ზღვა“, სადაც ოთარ რამიშვილის სიმღერები გავაერთიანე. როგორც იქნა, ამ ალბომს ერთი კლიპი მაინც ეღირსა. ის გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა, გიორგი ცაავამ. სხვათა შორის, ეს რეჟისურაში მისი სადებიუტო ნამუშევარია.

კლიპს აქვს შინაარსი, რომელსაც ჯერ არ გავამხელ და მონაწილეობს გოგონა, რომლის ვინაობასაც ასევე სიურპიზად დავტოვებ (იღიმის). ეს ვიდეორგოლი სხვადასხვა ძალიან ლამაზ ადგილას გადავიღეთ, ისეთ ადგილებსა და ტყე-ღრეებში, მე რომ შემეფერება, მე ხომ „პურზე ჩასული მომღერალი“ ვარ (იცინის).


ვიცი, რომ ჯგუფთან ერთად გაქვს გეგმები…

მე და ჩემმა ჯგუფმა სამი ახალი სიმღერა უკვე წარვუდგინეთ მსმენელს, რომლებიც „იუთუბზეა“ განთავსებული. ვმუშაობთ სხვა ახალ სიმღერებზე და ალბომზეც ვფიქრობთ, თუმცა საქართველოს ჩემი გეგმები არ უკავშირდება. აქ დიდ სცენაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, რადგან პატარა ბაზარია და არ არის საშუალება. სამწუხაროდ, არა მგონია, რომ საქართველოში ჩვენმა ჯგუფმა წარმატებას მიაღწიოს, ამიტომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაზე ვფიქრობთ.