ჯოი და რორი-ამერიკული ქანთრი დუეტია, რომელთა სადებიუტო სინგლი Cheater, Cheater, Billboard-ის 40 საუკეთესო სიმღერას შორისაც მოხვდა. რორი ფიქი და ჯოი ფიქი დაქორწინებულები არიან. 2008 წლიდან დღემდე დუეტს 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.
2015 წელს ჯოის საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ეს მოხდა მას შემეგ, რაც წყვილს გოგონა, ინდიანა შეეძინათ. ექიმებმა ჯოლის რადიკალური ოპერაციის ჩატარება ურჩის, თუმცა ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა. მოგვიანებით რორიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯოის სურს ბოლო წუთები ოჯახთან და პატარა გოგონასთან ერთად გაატაროს.
დღეს რორი ფიქმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც ჩანს როგორ ზის 2 წლის ინდიანა დედის ლოგინზე საავადმყოფოში და ამხნევებს მას. ინდიანა დაუნის სინდრომით დაიბადა და როგორც ჯოლიმ ინტერვიუში განაცხადა, სწორედ მან მისცა ძალას ამ მძიმე წუთებში გამძლეობა შეენარჩუნებინა: „ვგრძნობ, რომ განადგურებული და ამავე დროს სავსე ვარ ემოციებით. ჩემი მშვენიერი ცოლი რამდენიმე წუთში მთელი ცხოვრების სიყვარულს გვჩუქნის“ – დაწერა რორიმ.
