თბილისში ფრანგული საცხობების საერთაშორისო ქსელი Paul შემოდის. ბრენდი საქართველოში თავის პირველ კაფეს მიმდინარე წლის აპრილში გახსნის და ის აბაშიძის ქუჩაზე განთავსდება.
კომპანიამ მაღალკვალიფიციური თანამშრომლების ასაყვანად ვაკანსია უკვე გამოაცხადა. ფრანგული კომპანია დასაქმების მსურველებს შემდეგ პოზიციებზე არჩევს: ადმინისტრატორი, კონდიტერი, მზარეული და მცხობელი.. კადრების შერჩევა თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. შერჩეული კანდიდატების ნაწილი კი სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის.
ცნობისთვის , PAUL-ის პირველი კაფე/საცხობი 1889 წელს საფრანგეთში გაიხსნა. დღეს კი მსოფლიოს 30 ქვეყანაში PAUL -ი 436 კაფეს ფლობს.
