მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა, 10 წლის კრისტინა პიმენოვა ლოს-ანჯელესში გადადის საცხოვრებლად. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი წამყვან სამოდელო სააგენტოებთან, LA Models-სა და New York Models-თან. მის სამოდელო კარიერაში უკვე არის კონტრაქტი იტალიურ Vogue-თან და ისეთ პოპულარულ ბრენდებთან, როგორებიც არიან Armani Junior, Roberto Cavalli და Dsquared2. როგორც ამერიკული სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელები აცხადებენ, ისინი 10 წლის მოდელთან ხანგრძლივ თანამშრომლობას გეგმავენ.
რაც შეეხება თავად კრისტინას, მის Instagram -ს ამჯერად დედა მართავს, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ გოგონას სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთვის. სპეციალისტები კი, პიმენოვას ტილან ბლონდოს ადარებენ, რომელიც თავის მხრივ ასევე ძალზედ პატარა ასაკში გახდა პოპულარული. ამჯერად კი 14 წლისაა და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.
