ჰოლივუდის ვარსკვლავი, ლეონარდო დიკაპრიო ამბობს, რომ მის წარმატებაში მშობლების დიდი დამსახურებაა. 41 წლის მსახიობის თქმით, ჯორჯ და ირმელინ დიკაპრიოებმა კარიერულ წინსვლაში ხელი მაქსიმალურად შეუწყეს.
„მადლობა ჩემს მშობლებს, რომ ყოველთვის უსმენდნენ საკუთარ 13 წლის ზედმეტად ამბიციურ და ცოტა მოსაბეზრებელ შვილს, რომელსაც ყოველ დღე სკოლაში გაკვეთილების დასრულების შემდეგ სინჯებზე უნდოდა სიარული,“ – განაცხადა ლეომ 2016 წლის SAGA-ს დაჯილდოებაზე.
მსახიობი იხსენებს, რომ 14 წლის ასაკში მამასთან ერთად უყურებდა ფილმებს რობერტ დე ნიროს მონაწილეობით.
„შვილო, ყურადღებით უყურე, ასე თამაშობენ დიდი მსახიობები,“ – უთხრა ლეოს მამამ.
სამი წლის შემდეგ კი დიკაპრიომ დე ნიროსთან ერთად ითამაშა ფილმში „ამ ბიჭის ცხოვრება“ (This Boy’s Life).
ლეონარდო დაჯილდოებებზე, უმეტეს შემთხვევაში, მშობლებთან ერთად დადის.
„ირმელინ, ჯორჯ, მე არ მივიღებდი ამ ჯილდოს, არ ვიქნებოდი მსახიობი და ვერ შევძლებდი ვყოფილიყავი ფილანტროპი, ზოგადად, არ ვიქნებოდი ის ადამიანი, რაც ვარ, რომ არა თქვენ. ასე რომ, მადლობა,“ – უთხრა მშობლებს ლეომ SAGA-ს დაჯილდოებაზე.

