LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Changan Eado – ჩინური ელექტრომობილი თანამედროვე ტექნოლოგიების კვალდაკვალ

გასულ წელს საქართველოში ჩინური ელექტრომობილის Changan Eado-ს გაყიდვები დაიწყო.

ეს არის 100% -ით ელექტრო მანქანა, რომელიც თავისი მონაცემებით იაპონურ Nissan Leaf-ს უთანაბრდება და ზოგიერთ ასპექტში აჭარბებს კიდეც მას.

Changan Eado-ს ძრავს 120 ცხენის ძალა აქვს და ლითიუმ იონ ბატარეებით არის აღჭურვილი. აკუმულატორები რვა საათის განმავლობაში სრულად იტენება, 80%-ის დატენვა კი 30 წუთშია შესაძლებელი.

როგორც ავტოცენტრში ამბობენ, სრულად დამუხტვის შემთხვევაში, Changan Eado-ს 160-170 კილომეტრის მანძილის დაფარვა შეუძლია.

ავტომობილს ეკონომიური სვლის რეჟიმიც გააჩნია, რომელიც გარბენის მანძილს 220 კილომეტრამდე ზრდის. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 150 კილომეტრ საათია.

 

გადაცემის ჩანაწერი