საათების მაღაზია ,,ართ თაიმი” ახალ ფილიალს ქუთაისში გახსნის. ამის შესახებ ,,ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო თალაკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქუთაისში მაღაზიის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება, თუმცა რა ინვესტიციას განახორციელებს კომპანია, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.
მისივე ინფორმაციით, ,,ართ თაიმი” თბილისში საკუთარი სერვის ცენტრის გახსნასაც გეგმავს, სადაც მომხმარებელს პროდუქციის შეკეთების შესაძლებლობა ექნება. ,,ართ თაიმის” სერვის ცენტრი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ზაფხულიდან დაიწყებს.
საათების მაღაზია ,,ართ თაიმს”, ამ დროისთვის, 7 ფილიალი აქვს. აქედან 6 თბილისშია და 1 ბათუმში. ნინო თალაკვაძის თქმით, კომპანიას სტრატეგია შეცვალა და მაღაზიები მხოლოდ პრემიუმ ადგილებში აქვს განთავსებული.
საათებისა და საიუველირო ნაკეთობათა იმპორტიორი კომპანია ,,ართ თაიმი” საქართველოში 1999 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიაში ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი, როგორებიცაა Balmain, Salvatore Ferragamo, Tissot, Versace და სხვა.
