ახალგაზრდა ქალი, რომლის დედაც სიმსივნით გარდაიცვალა, თავადაც სიმსივნით დაავადდა, თუმცა ექიმებმა გამოკვლევაზე უარი უთხრეს.
როდესაც 27 წლის ლორა სოლი ექიმთან მივიდა და უთხრა, რომ მკერდზე ხელით სიმაგრე ესინჯებოდა, ექიმმა უთხრა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო იმისთვის, რომ სიმსივნით ყოფილიყო დაავადებული. გამოკვლევის სანაცვლოდ დამამშვიდებელი აბები დაუნიშნეს.
ექვსი თვის შემდეგ მას მესამე სტადიის აგრესიული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის ინტენსიური კურსი დაუნიშნეს.
„მაქვს განცდა, რომ სიცოცხლე წამართვეს და სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს,“- ამბობს ლორა.
ახლა მას მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს, მკერდი მოკვეთეს.
ლორა დარწმუნებულია, რომ თუ თავიდანვე დაუჯერებდნენ მას ექიმები და გამოკვლევას ჩაუტარებდნენ, სიმსივნე სწრაფად პროგრესირებას ვერ მოახერხებდა.

