LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასათიანი : ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან

მაკა ასათიანს „ძალიან უნდა სჯეროდეს, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან,“ – ამის შესახებ მან „მაესტროში“ ჟურნალისტებს განუცხადა. ასათიანის თქმით, დღეს შეხვდება ტელეკომპანიის თანამშრომლებს და კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გეგმას გააცნობს.

“ყოველთვის მინდა დავიჯერო და მჯერა, რომ ადამიანები სიტუაციის მსხვერნი არიან. დიდი შანსია, რომ ისინიც  მსხვერპლნი იყვნენ. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ასეა.

“რაც ტელეკომპანიას ვფლობ, მუდმივად ხდება შეთავაზება გასხვისებაზე. თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო დავრწმუნებულიყავით იმ ადამიანის წარმომავლობაში ვისგანაც ეს შეთავაზება მოდიოდა, რადგან “მაესტრო” თავისუფალი არხია. ასევე მინდა ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემი ქმარი პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებთ და არც ბიზნესის ლობირებისთვის გამოგვიყენებია ტელევიზია”, – განაცხადა მაკა ასათიანმა.