ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ ცდილობს 4 შვილის დედა ბავშვებს ღამის სამოსი ჩააცვას, გასულ კვირას ყველაზე პოპულარული ვიდეო გახდა. კორი უაითი კანადაში, ონტარიოში ცხოვრობს, 2 წლის ემილის და 8 თვის 3 ტყუპისცალის – ჯექსონის, ოლივიასა და ლევის ჩაცმისას ვიდეო-ჩანაწერი მან თავად გააკეთა.
კლიპი, რომელიც 4 თებერვალს „ფეისბუქზე“ ატვირთა, 44 მილიონჯერ ნახეს და 100 ათასამდე კომენტარი და მოწონება აქვს.
26 წლის კორი ამბობს, რომ სამი 8 თვის ჩვილისა და 2 წლის ბავშვის მოთხოვნების ერთდროულად დაკმაყოფილება ძალიან რთულია, ამასთან, ოთხივე მათგანი ძალიან მოძრავია.
მისივე თქმით, შეუძლებელი იქნებოდა ბავშვების მოვლა, რომ არა მისი ქმარი, დენი.
„ის არაჩვეულებრივი მამაა, რომელიც ბავშვების აღზრდაში და მოვლაში აქტიურად არის ჩართული და რომ არა დენი, მარტო ვერ შევძლებდი მათ მოვლას,“ – ამბობს კორი.
