გადაცემას ”ავტოსერვისი” ძრავების სპეციალისტი სოსო პავლიაშვილი ესტუმრა.
– დილით ავტომობილს ძრავის გაშვების პრობლემა ექმნება, რა ხდება ამ დროს?
– საწვავის პრობლემაა. სავარაუდოდ ოქტანობას ეთილით წევენ, იჭედება ”კოლიცოები” და ძრავში კომპრესია იკარგება. სანამ არ გათბება, არ დაიქოქება. ასეთი რამ უფრო მეტად ძლიერ ძრავებს ემართებათ.
მსმენელი: – მყავს ცე კლასის ”მერსედესი”. სისტემა სალონში ანთებდა ზეთს, შევცვალე და ისევ ანთებს, ვერ გავარკვიე, რატომ?
– ეგ არის რაოდენობის მაჩვენებელი რაც ანთებს, ”დაჩიკია” გამოსული მწყობრიდან, შეცვალეთ და პრობლემა მოგვარდება.
მსმენელი: – მყავს ”ოპელ ზაფირა”, ქარხნულად გაზზე მუშაობს, ძრავს აქვს პრობლემა. ”კალენვალი” იყო გატეხილი, რას შეიძლებოდა გამოეწვია?
– ერთადერთი ვარიანტია ქარხნული წუნი, ბენზინის ძრავს არ აქვს იმხელა დეტონაცია, რომ ასეთი დაზიანება მიიღოს.
მსმენელი: – უკვე მესამე წელია მყავს ”პაჯერო იო”. რა შემთხვევაში უნდა ჩაირთოს კონდინციონერი?
– თერმოსტატი როგორც კი გაიხსნება, ირთვება ვენტილატორიც. ”მიცუბიშის” შემთხვევაში ისარი სულ ნორმაზეა.
მსმენელი: – მყავს ”ფორდ გალაქსი”, 1998 წლის. როდესაც მაღალ სიჩქარეზე გავანეიტრალებ, ტახომეტრი ისევ მაღალზე რჩება. რისი ბრალია, ადრე ასე არ შვებოდა…
– სავარაუდოდ ელექტროობაშია პრობლემა…
მსმენელი: – მყავს ”ოპელ ზაფირა” 1.8 ეკოტეკის ძრავით. ზეთს არ იკლებდა. გორგოლაჭი ჩაიშალა და ”კლაპნები დაიღუნა”, ამის შემდეგ დაიწყო ზეთის კლება.
– აუცილებლად უნდა გამოიცვალოს ”კოლიცოები”. უნდა მოიხსნას კარტერი, ამოიღოთ დგუშები და გამოცვალოთ.
მსმენელი: – მყავს ”მერსედესი” 2000 წლის. ძრავის ერთ ცილიდრზე სანთელი სველდება. გაზზეა.
– შესაძლოა ”ფარსუნკა” რჩება ღია, ზეთი თუ სველდება ცილინდრშია პრობლემა.
მსმენელი: – მყავს ”გოლფ 3” 1997 წლის. 2.0 ძრავით, ძალიან უჭირს დაქოქვა. დიდი ხანი ტრიალებს, გავარდება კვამლი და შემდეგ იქოქება. შემდეგ ჩვეულებრივად მუშაობს.
– ელექტრიკოსი უნდა ჩაერიოს და გაარკვიოს რატომ არ იქოქება, დენი არ მიწოდება თუ საწვავი.
მსმენელი: – მყავს ბმვ მეშვიდე სერია ე 38. ზეთის მაჩვენებელს ანთებს ხოლმე წითლად. გაზზე დავაჭერ თუ არა ქრება. 3,5 ძრავით არის.
– ზეთის რაოდენობის მაჩვენებელი აყენია კარტერში და ის იქნება დაზიანებული.
მსმენელი: – მყავს ”მიცუბიში ეარტრეკი”, გავიარე წყალში და ხმა გაუჩნდა, თითქოს რაღაც შიშინებს…
– მანდ ბევრი ”როლიკი აყენია”… შესაძლოა დინამოს ხმა იყოს, შესაძლოა კბილანა ღვედის ბრალი იყოს. ხელოსანთან უნდა მიხვიდეთ.
გადაცემის ჩანაწერი
