LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ბავშვთა ფსიქიკური განვითარების ცენტრს ესტუმრა (ფოტო/ვიდეო)

ერთი წლის წინ ქეით მიდლტონი საქველმოქმედო ფონდ Place2Be-ის ვიდეორგოლში გამოჩნდა, რომელიც ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის აღსაზრდელთა მხარდასაჭერად ჩაიწერა. წელს მიდლტონი კიდევ ერთხელ ესტუმრა ცენტრს, ბავშვები მოინახულა და ფსიქიკური განვითარების პრობლემებზე ისაუბრა: „ზოგიერთ ბავშვს უჭირს პრობლემებთან გამკლავება. ყველა იმსახურებს იმას, რომ თამამად შეხვდეს ყველა სიძნელესა და გამოწვევას“ – განაცხადა მიდლტონმა სპეცილურ მიმართვაში. თავის მხრივ პატარებმა გაუზიარეს მიდლტონს, რაში ეხმარება მათ აღნიშნული ცენტრი.

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული წელს 8-დან 14 თებერვალს იმართება.