LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ არაფინანსისტებს ფინანსების მართვაში დაატრენინგებს

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ არაფინანსისტებისთვის ფინანსების მართვის შესახებ ტრენინგი იწყება.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს,  ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც არის მენეჯერულ პოზიციაზე, ან ფლობს საკუთარ ბიზნესს და აინტერესებს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს მის ორგანიზაციაში ფინანსური პროცესი. ასევე მათთვის, ვისაც სურს ზუსტად ესმოდეს რა სურთ ფინანსისტებს და მიიჩნევს, რომ კარიერული ზრდისთვის ფინანსების საბაზისო ცოდნა აუცილებელია.

”ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან ფინანსების საბაზისო საკითხებს და კონცეფციებს. ტრენინგზე, დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. ტრენინგი დაიწყება 29 თებერვალს და 15 აპრილს დასრულდება.  ტრენინგები ჩატარდება ორშაბათს და პარასკევს, 19:00-იდან 22:00 საათამდე”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ training@bog.edu.ge -ზე გააგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი, ან დარეგისტრირდნენ ონლაინ აღნიშნულ მისამართზე: www.bog.edu.ge.

არაფინანსისტებისთვის ფინანსების მართვის შესახებ ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 თებერვალი.