LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო დაიმსახურა ნინი შერმადინმა ანრი ჯოხაძის ქება – „ზოგი, სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან ერთად…“

Ardaidardo.Geანრი ჯოხაძემ ნინი შერმადინის 12- წლის წინ გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა. სიმღერა „არასოდეს შემიყვარდები“ ანრიმ ნინის სწორედ წლების წინ დაუწერა და კლიპიც თავად გადაუღო. ეს ნინის ერთ-ერთი პირველი სოლოსიმღერა გახლდათ.


ანრიმ ვიდეორგოლს ასეთი მინაწერი გაუკეთა:

„ნინი, შემთხვევით ამომიგდო ეს სიმღერა და კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი.

დაახლოებით 12 წელი გავიდა, რაც ეს სიმღერა დაგიწერე და ახლა იმხელა ემოცია, მივიღე ვერც კი წარმოიდგენ❤❤❤.

პატარა ბავშვივით ვაკვირდებოდი ყველა მონაწილეს და მათი უმრავლესობა, მეტ-ნაკლებად წარმატებულ გზას აგრძელებს თავიანთ სფეროში, ზოგიც სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენს გვერდით …

ამ გადასახედიდან მეჩვენება, რომ ის ენთუზიაზმიც სადღაც გაქრა და დროსთან ერთად ზოგიერთი, „მაღალი იდეალების“ მსხვერპლიც კი გახდა, თუმცა მოქმედებას ბავშვური გულწრფელობაც სჭირდება, რომ დაიჯერო წარმატება!!! ❤❤❤❤

მომენატრე ნინი შერმადინი.

დათაგე მონაწილეები ❤