გერმანიის სამხრეთით, ბავარიაში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი გარდაიცვალა, სულ მცირე ასმა მგზავრმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.
შეჯახება ქალაქ ბალ აიბლინკთან მოხდა, მიუნხენიდან 60 კმ-ს დაშორებით.
ერთ-ერთი მატარებელი შემთხვევის შედეგად რელსებიდან გადავიდა, რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა.
ადგილზე ძალიან მალე მივიდნენ სამართალდამცველები და მაშველები.
