„საქაერონავიგაცია“ ჩეხურ კომპანია „ICZ“-გან საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სარეზერვო სისტემას შეიძენს. ამის თაობაზე შეთანხმებაზე ხელმოწერა ორ მხარეს შორის საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება.
როგორც “ფირტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ჩეხურ კომპანია სისტემის სამონტაჟო სამუშაოებსაც შეასრულებს.
“ჩეხური წარმოების სარეზერვო სისტემა, რომელიც დამონტაჟდება თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის რაიონულ ცენტრში, ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ ამერიკული წარმოების სარეზერვო სისტემას. ამ უკანასკნელის ექსპლუატაციის ვადა 2016 იწურება,”- განაცხადეს სამინისტროში.
პროექტის ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.
