20 წლის ჰანა იარკერსა და 24 წლის კაილ არმსტრონგს ტყუპები შეეძინათ. უჩვეულო არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ბავშვების კანის ფერი – ერთი ტყუპისცალი შავკანიანია, მეორე კი – თეთრი.
პატარა ანაიას დედასავით ქერა თმა აქვს, მილა კი მამასავით ფერადკანიანი.
ჰანა ამბობს, რომ ეტლით სეირნობისას ბავშვები ყურადღების ცენტრში არიან და ყველას უჭირს დაჯერება, რომ 10 თვის გოგონები ტყუპები არიან.
„კაილი ფერადკანიანია, მე – თეთრი, ამიტომ როცა მეგობრები მეხუმრებოდნენ ხოლმე, რომ ერთი ტყუპისცალი, შესაძლოა, შავი ყოფილიყო, მეორე კი თეთრი, ამაზე მხოლოდ ვიცინოდი. ახლა კი ყველა ჩვენს ბავშვებს უყურებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ლამაზები არიან. ყველასთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ დებს სხვადასხვა ფერის კანი აქვთ,“ – ამბობს ჰანა.

