LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”არ დაიდარდო” არის კაცი, რომელიც ჭიქას აგიწევს, გვერდით მოგიჯდება და არ დაგიწყებს რაღაცეების სწავლებას

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე ესტუმრა.


მოგვიყევით თქვენს შესახებ…

განათლებით სოციოლოგი ვარ, ჟურნალისტად კი ბავშვობიდან ვმუშაობ, ძირითადად მუსიკაზე ვწერ ხოლმე. ”ნიკოს პოდკასტი” მიმყავს ყოველ დღე რადიო ”თავისუფლების” ეთერში. ძირითადად ვბოდავთ ხოლმე, ვსაუბრობთ პოპ კულტურაზე, მუსიკაზე, კინოზე… რაც თავში მოგვივა. ჩემი იდეა იყო ასეთი, რომ ყოფილიყო გადაცემა ისეთ თემებზე, რაზეც მეგობრები ხშირად საუბრობენ. ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვიყავი. ძალიან ბევრი და რთული საქმე იყო გასაკეთებელი. თუმცა, რადიო სხვანაირად მიზიდავს.


რას ფიქრობ
“არ დაიდარდოზე”? 12 წელია “არ დაიდარდო” მაუწყებლობს და მთელი ამ დროის განმავლობაში ის პირველ ადგილზეა…

მსმენელი არ ვარ, ჩემი ნებით არ ჩავრთავ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიწევს მისი მოსმენა. ვფიქრობ, ბევრი სიმღერა რაც თქვენთან გადის, ხალხს რაღაცას უყვება. მე ვარ მუსიკალური სნობი. რადიოს დამოკიდებულება აქვს მსმენელის მიმართ, ”არ დაიდარდო” არის კაცი, რომელიც ჭიქას აგიწევს, გვერდით მოგიჯდება და არ დაგიწყებს რაღაცეების სწავლებას. რადიო უფრო ჯიგარია რა. სადღაც წავიკითხე, ტელევიზორს ყვლა ერთად ვუყურებთ და რადიოს ყველა ცალცალკე ვუსმენთო.


სიმღერა უნდა გავუშვათ ეთერში, რას უსმენს ნიკო ნერგაძე? რას შესთავაზებ მსმენელს?

”33ა” მინდა შევთავაზო მსმენელს. ძალიან მიყვარს ”33ა”. აკეთებს იმას, რასაც ცოტა ქართული ჯგუფი აკეთებს. მუღამით დაწერილი სიმღერები აქვს. რთული ასახსნელია რატომ მოგწონს, ან არ მოგწონს.


ამ ბოლო დროს ხალხი ითხოვს საქეიფო მუსიკას, თუ შეიძლება მისი ჟანრებად დაყოფა?

მე ვფიქრობ არ არსებობს საქეიფო მუსიკა. საქეიფო არის ის, რაც გსიამოვნებს სუფრაზე. ზოგი სიმღერა პატივსაცემია და არ დაობ, რომ გოიმურია, არის უკიდურესობა, ქართული ტექსტით უცხოური მუსიკა. ჩემი აზრით, არ არსებობს კრიტერიუმი რა არის ცუდი, რა კარგი… თუმცა, მაინც არჩევს ადამიანი. “სულიკო” ჩემი აზრით კარგი საქეიფო სიმღერაა…


პოპ მუსიკისა და ესტრადის გაყრა-არ გაყრაზე რას იტყვი?

რაც იყო პოპი, მუსიკა, ესტრადა და შოუბიზნესი, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ერთი და იგივეა, შეჭამა ”არ დაიდარდომ”. საქეიფო, სუფრულ სიმღერებს ზოგიერთი ზემოდან უყურებდა, ვითომ ღადაობით მღეროდა, შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს უფრო პოპულარული იყო და გადმობარგდნენ აქეთ. ვინც არ გადაბარგდა, სახლში წავიდა. სულ რამდენიმე მომღერალია, რომელიც თავისი სახელით და შემოქმედებით კონცერტს გამართავს, ფულს იშოვის. ნიჭი გინდა, თავდადება გინდა…


“
არ დაიდარდოს” გახსნამდე, ჩატარდა მოსახლეობაში გამოკითხვა და გაირკვა, რომ იყო ასეთ სიმღერებზე მოთხოვნა. რატომ ხდება პოპულარული ის მუსიკა, რაც არის?

“არ დაიდარდოს” მსმენელს დიდი არჩევანი არ აქვს, კასეტების შეძენას არ დაიწყებს. ადამიანს ურჩევნია რადიო ჩართოს. სხვა რადიოებს მსმენელს მოსტაცებს კომპიუტერი, ინტერნეტი.


თავად თუ მღერი?

რამდენიმე წლის წინ ”ჯეოსტარის” ჟიურიში ვიყავი და სულ იმის განცდა მქონდა რომ ვიღაც მომიბრუნდებოდა და მეტყოდა, რომ შენ არ მღერი და სხვას რატომ აფასებო, ამ შემთხვევაში თავს
დავხრიდი.


რას აძლევს შენი დაკვირვებით ეს კონკურსები ქართულ მუსიკალურ სამყაროს?

არაფერს აძლევს. ეს არის სანახაობა მხოლოდ ტელევიზიებისთვის. პონტი არის ასეთი, მიდიხარ და მღერი სხვის სიმღერას. ისეთივე კარგად იმღერებს ის საკუთარ სიმღერას?


შოუბიზნესი არის დღეს საქართველოში?

შოუ ბიზნესი არის აი ეს, ”არ დაიდარდო” და ამ ტიპის მუსიკა, დანარჩენი ყოველთვის იყო ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებული. თუ ჩადებდა ბადრი პატარკაციშვილი ფულს, იქნებოდა სიმღერა. სულ
პიროვნებებზე იყო დამოკიდებული ეს საკითხი, ვიღაც ანთხევდა ფულს, ვიღაც ოფლს.


როგორ უნდა შეაყვარო თავი საზოგადოებას?

მე როგორც მსმენელი, ისე ვიტყვი. ქართული როკ ჯგუფების უმეტესობა მღერის ინგლისურ ენაზე, ამბობენ, რომ როკს ინგლისური უხდება, უფრო რთულია ქართულად წერა, მეტი დამუშავება
სჭირდება. ის, რაც არ გისწორდება, არ უნდა გააკეთო მხოლოდ პოპულარობისთვის.


ფოლკლორზე რას იტყვი?

გააჩნია მოთხოვნას. ფოლკ-რადიო იყო და აღარ არის. მე მინახავს გამოკითვა, სადაც კითხვაზე რას უსმენ, პირველ ადგილზე იყო ჯაზი…რაც ტყუილია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

AudioDAMZADEBULIA SAKARTVELOSHI – NIKO NERGADZE

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები